x
image
worldsport.ge
ნეიმარის სატრფო ქორწილზე ოცნებობს

imageბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის მექალთანეობის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ბიჭს ერთ ქალთან დიდხანს ყოფნა ძალიან უჭირს და წელიწადი ისე არ გავა, რომ რამდენიმე გულისსწორი არ გამოიცვალოს.
ამ რეალობის მიუხედავად, ნეიმარის ამჟამინდელი შეყვარებული, მოდელი გაბრიელა ლენცი იხტიბარს არ იტეხს და საქვეყნოდ აცხადებს, რომ ნეიმართან მისი ქორწინება გარდაუვალი ამბავია და ამის დასადასტურებლად ცოტა ხნის წინ ინტერნეტში თავისი ფოტოები გამოფინა, სადაც გაბრიელა საქორწინო კაბაშია გადაღებული.
გახდება თუ არა ნეიმარი ცოლის ერთგული და მეოჯახე კაცი - ამის წინასწარმეტყვლება ერთობ რთული რამ გახლავთ. მით უმეტეს ახლა, როდესაც ამ ბიჭს თავს უამრავი ლამაზი ასული ახვევია და სადაც კი გაიხედავს, ყველგან მისი ტრფობით მომზირალ თვალებს ხედავს.



www.worldsport.ge

0
438
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0