x
image
ვიზა კოხაძე
რატომ დააპატიმრა პოლიციამ იაპონიაში 85 წლის მამაკაცი?
image
იაპონიის პოლიციამ ქალბატონის შევიწროების მცდელობისთვის 85 წლის მამაკაცი დააპატიმრა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "France-Presse' - ის სააგენტო.

როგორც წყარო გვატყობინებს, მათ ერთმანეთი გაიცნეს იმ საავადმყოფოს პალატაში, სადაც მამაკაცი აწ გარდაცვლილ ცოლს ნახულობდა, რომელიც დაზარალებული ქალბატონის პალატაში იწვა.

მამაკაცმა ტაკეო ნიტამ გასული წლის ნოემბრის თვეში რამდენჯერმე დაუტოვა შეტყობინება ტელეფონზე ქალს, რომელსაც სთხოვდა გარეთ გამოსვლას და ერთად დროის გატარებას.

ქალბატონმა არა ერთხელ მიმართა საჩივრით ადგილობრივ პოლიციას და ავტომოპასუხე ნივთმტკიცებად გამოიყენა.


მას შემდეგ, რაც მოხუცი " ბაბნიკი" 2 მაისს ქალის სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა, პოლიციამ ნიტა ტაკეო 10 ივნისს დააკავა.

ბოლო დროს იაპონიაში საგრძნობლად იმატა ხანდაზმულთა მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა და უფრო ხშირია შემთხვევები ძალადობის და შევიწროებისა საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ.ამას კი მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: - " მოხუცებს აღარ აქვთ ძალა ქურდობისა და ყაჩაღობისა" - წერს წყარო.

იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, იაპონიის ადგილობრივი მთავრობა აღიარებს ბოლო 20 წლის განმავლობაში ექვსჯერ გაზრდილ დანაშაულებრივ ქმედებებს პენსიონრების მხრიდან, თუმცა ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე არც ქურდობას ერიდებიან ხანდაზმულები.

0
38
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0