x
image
worldsport.ge
ბარეზი “სკუადრას” ჩემპიონობას ელის

imageმსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანკო ბარეზი “სკუადრა აძურას” შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ჩეზარე პრანდელის რჩეულებს ბრაზილიის მუნდიალზე წარმატებით გამოსვლას უწინასწარმეტყველებს.
“მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით პრანდელი შემადგენლობის ვარირებას ახდენს. იტალიის ნაკრებს ნებისმიერ სიტუაციაში სათანადო გამოსავლის პოვნა შეუძლია. “სკუადრა აძურამ” უკვე ოთხჯერ მოიგო მუნდიალი და არ გამიკვირდება, თუკი ევროპელთათვის უსიამოვნო ტრადიციას დაარღვევს და სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს”, - აცხადებს “მილანის” ყოფილი კაპიტანი და დასძენს: “ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, კარში ჯიჯი ბუფონი რომ დგას, დაცვაში კი კიელინი, ბარძალი და ბონუჩი დგანან”.




გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0