x
image
worldsport.ge
ბრაზილია – ხორვატია 2:2 - ფიფას შეცდომა, რომელიც შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს

imageმსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის დაწყებამდე 12 საათზე ნაკლები რჩება. სან-პაულუში ბრაზილიის ნაკრები ხორვატიას უნდა დაუპირისპირდეს. ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კი ერთი ამ ეტაპზე ნაკლებად საყურადღებო შეცდომა დაუშვა, რომელიც შეიძლება დიდი სკანდალის მიზეზიც გახდეს – სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, ფიფას ვებ-გვერდზე სულ ცოტა ხნით, ბრაზილიისა და ხორვატიის მატჩის ტექნიკური მონაცემების გასწვრივ დაეწერა, რომ შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა.
შეცდომა სწრაფადვე გაუსწორებიათ, ოღონდ არასრულად. 2:2 კი გაქრა, მაგრამ წარწერის: full time (თამაში დასრულებულია) ჩასწორებას კიდევ რამდენიმე წუთი დასჭირდა.
ამჟამად ფიფას ვებ-გვერდი იუწყება, რომ ბრაზილიისა და ხორვატიის თამაში ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

1
708
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
708
  
2014, 12 ივნისი, 19:48
სკანდალი მერე ნახეთ მატჩი თუ მართა 2:2 დამთავრდეს.
არა მგონია ვებ დიზაინერიც ჩარეული იყოს მატცების ჩაწყობაში :D
0 1 1