x
image
worldsport.ge
ერტეკს მოკვლით ემუქრებიან

image ფრანგი ფეხბურთელი სონერ ერტეკის სახელი გულშემატკივართა ფართე წრისთვის ცნობილი წლეულს იანვარში გახდა, როდესაც მან ქვეყნის თასის მეთექვსმეტეფინალურ მატჩში საბედისწერო ტრავმა მიაყენა “მონაკოსა” და კოლუმბიის ნაკრების ფორვარდ რადამელ ფალკაოს. სწორედ ამ დაზიანების გამო კოლუმბიის ნაკრებს ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლიდერის გარეშე მოუწევს გამოსვლა.
როგორც კი კოლუმბიელთა ეროვნული გუნდის არგენტინელმა თავკაცმა ხოსე ნესტორ პეკერმანმა საბოლოო სამუნდიალე განაცხადი ფალკაოს გარეშე დაასახელა, რამდენიმე საათში ტვიტერზე ერტეკის მისამართით 7 ათასი მუქარის შემცველი წინადადება გაჟღერდა. ფეხბურთელს მოკვლითაც კი ემუქრებიან, ამასთან საყვედური არც მონაკოელთა იტალიელი მწვრთნელ კლაუდიო რანიერის ასცდა, რომელმაც მეოთხელიგელი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მინდორზე ფალკაო გაიყვანა და რადამელის ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდა.
გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0