ბრაზილიის სპორტის მინისტრმა ალდუ რიბერამ განაცხადა, რომ ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად 100%-იან გარანტიას ვერ იძლევა. მუნდიალის დაწყებამდე 6 დღე რჩება და ზოგი სტადიონი მატჩების ჩასატარებლად ბოლომდე მზად არაა.
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მივიღეთ, დიპლომატიური პასუხი გვქონდა, რომ ჩვენ მზად ვიყავით. მზადყოფნას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ ყველაფერი მზადაა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო." - განუცხადა “როიტერს” რიბერამ.
ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე სტადიონზე სხვადასხვა სახის სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ფიფას გენერალურმა მდივანმა ჯერომ ვალცკემ ბრაზილიაში არსებულ სიტუაციას ნორმალური უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ სტადიონების რეკონსტრუქცია საკმაოდ გვიან დაიწყო.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge