ვინ არიან და რას საქმიანობენ ფეხბურთის ვარსკვლავების ცხოვრების თანამგზავრები ( + ბევრი ფოტო )
რუსულმა საიტმა ყველაზე მძიმეწონიანი ფეხბურთელების ყველაზე ლამაზი და მომხიბლავი კომპანიონების, ანუ ცხოვრების თანამგზავრების სია გამოაქვეყნა.ბრაზილიის მუნდიალის სტარტის აღებამდე სულ რაღაც ორი კვირაა
დარჩენილი და მსოფლიო ყურადღება ფეხბურთელებზეა მიპყრობილი.სტატიაში წარმოგიდგენთ რონალდუს, კასილიასის, იოზილის, ბალოტელის, ნეიმარის, დავიდ დე გეის და სხვათა სასიყვარულო ურთიერთობებს.
ხმაურიანი და ინტრიგებით სავსე ცხოვრების გზა გაიარეს " ბარსელონას" მთავარმა მცველმა ჟერარდ პიკემ და პოპ - მომღერალმა შაკირამ და დღეს წყვილი კვლავ ბედნიერი და აქტიურია. ბრაზილიაში გასამართ ჩემპიონატზე კოლუმბიელი მომღერალი ჰიმნს შეასრულებს.სწორედ იმ სიმღერას უკავშირდება მათი სიყვარულის ისტორიაც. მათ ხომ ერთმანეთი სცენაზე გაიცნეს, როცა მომღერალი საყვარელ "ვაკა - ვაკას" ასრულებდა.
სკანდალური სარა კარბონერო, სპორტული ჟურნალისტი და გახმაურებული "კოცნის" ავტორი მსოფლიოს ერთ - ერთ საუკეთესო გოლკიპერთან იკარ კასილიასთან.სარა არაერთხელ ყოფილა ყველაზე სექსუალურ ჟურნალისტად დასახელებული სპორტულ გადაცემებში.ემოციები ვერც კასილიასმა მოთოკა და "ევრო 2012" - ზე პირდაპირ ეთერში დაებდღვნა ჟურნალისტს.წყვილს 5 თვის მარტინი ჰყავთ და ბედნიერად ცხოვრობენ.
საინტერესოა მარიო ბალოტელის გამაოგნებელი სიყვარულის ისტორია ბელგიელ მოდელსა და მოცეკვავესთან ფანი ნეგუიშასთან.სკანდალური განცხადების შემდეგ, მარიო 22 წლის მოდელმა მიატოვა, მაგრამ როდესაც ბალოტელიმ საკუთარი კოლექციიდან საუკეთესო ავტომანქანა "ფერარის" უახლესი მოდელი გაუგზავნა, წყვილი კვლავ შერიგდა და ახლა ისინი ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.
არც "მანჩესტერ იუნაითედის" გოლკიპერი დევიდ დე გეი ჩამორჩება თავის კოლეგებს და მანაც არჩევანი ესპანელ მომღერალზე, მოდელსა და ცნობილ ტელეწამყვანზე ედირნე გარსიაზე შეაჩერა.მიუხედავად იმისა, რომ ის დევიდზე 5 წლით უფროსია, მაინც არ ჩქარობენ დაქორწინებას, თუმცა ოფიციალური ქორწინების გარეშეც კარგად გრძნობენ თავს.
ძალზე საინტერესო გზა განვლო მსოფლიოს ერთ - ერთმა პოპულარულმა წყვილმა ირინა შეიკმა და კრიშტიანო რონალდუმ.მადრიდის "რეალის' ბომბარდირს ყველაზე ლამაზი მოდელის სიყვარული ერგო წილად, რითიც კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ის გეი არ არის. ( მოგეხსენებათ, რონალდუ რა ერთხელ გამხდარა ყვითელი პრესის მსხვერპლი).
არანაკლებ ინტერესითაა მოცული ბრაზილიელი ვარსკვლავის ნეიმარის სასიყვარულო ურთიერთობები.ის პირველ ქორწინებაში იყო მოდელთან ბრუნა მარკეზინთან, რომელსაც დაშორდა და ამჟამად ნეიმარი კვლავ მოდელთან გაბრიელა ლენცისთან ერთად აგრძელებს ცხოვრებით ტკბობას.
ჰოლანდიის ყველაზე სექსუალური ქალბატონი 2006, 2007 და 2009 წლებში იოლანდა კაბაევა გახდა " Oranje " ნახევარმცველის უელს სნეიდერის რჩეული.გოგონა იძულებული გახდა მიეტოვებინა მეუღლე, ხოლო თავად ბომბარდირმა ცოლი და მცირეწლოვანი ვაჟი დატოვა, რაც ფეხბურთელს 6 მილიონი ევრო დაუჯდა.
"არსენალის" ბელგიელმა ფეხბურთელმა ტომას ფერმალენმა დანაშაული ჩაიდინა, როცა 2012 წლის ზაფხულზე ბრიტანელი რეპორტიორი პოლი პარსონე გაიტაცა და ამის შესახებ იმდროინდელი ბრიტანული პრესა აქტიურად წერდა. წყვილმა ერთმანეთი რობინ ვან პერსის მიერ მოწყობილ საღამოზე გაიცნო და ტომასს ერთი ნახვით შეუყვარდა მოდელი და ტელეწამყვანი.
მესუთ იოზილმაც ცხოვრების თანამგზავრად მოდელი და მომღერალი მენდი კაპრისტო აირჩია და ახლახანს წყვილის ლონდონური ვოიაჟის ამსახველი ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელებში.