კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეო, გუნდიდან სესკ ფაბრეგასის და ჩავი ერნანდესის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს.
"ჩავი კლუბში დარჩება თუ მას ჩვენთან ყოფნა სურს. რაც შეეხება ფაბრეგასს იგი არ გაიყიდება, ” - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ჩავი ერნანდესით ამერიკული კლუბი "ნიუ-იორკ სიტი" იყო დაინტერესებული, თუმცა ფეხბურთელმა წინადადება უარყო და აღნიშნა, რომ კლუბში დარჩენა სურს.
რაც შეეხება სესკ ფაბრეგასს, ესპანელი ნახევარმცველისადმი აქტიურ ინტერესს მისი ყოფილი კლუბი ლონდონის "არსენალი" იჩენს. "მეთოფეები" მზად არიან ფეხბურთელი 35 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ დაიბრუნონ.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge