x
image
worldsport.ge
"სანდერლენდმა" გომესი დაიმატა

imageინგლისურმა "სანდერლენდმა" "უიგანის" შემტევი ნახევარმცველი ხორდი გომესი დაიმატა. ესპანელ ფეხბურთელს ჩემპიონშიპის გუნდთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და "შავ კატებს" მასში ფულის გადახდა არ მოუწევთ.
"სანდერლენდი" ფეხბურთელთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და გომესი კლუბის ფეხბურთელი პირველი ივლისიდან გახდება.
ესპანელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში "უიგანის" რიგებში ყველა ტურნირზე 46 მატჩში 11 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ხორდი გომესი ამპლუით ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია. ესპანელს ფლანგებზე თამაშიც შეუძლია.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0