საზოგადოება ინდოეთის ერთ - ერთ სოფელში თინეიჯერი დები ხეზე ჩამოკიდებულები იპოვეს ( + ფოტოები ) 2014, 29 მაისი, 22:48 გაუჩინარებიდან ერთი საათის შემდეგ გოგონები, რომლებიც თინეიჯერულ ასაკში იყვნენ და რომელთა ასაკი 14 - 15 წელია, მანგოს ხეზე თოკით ჩამოკიდებულები იპოვეს. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სოფელში ბოლო დროს გახშირებული იყო გაუპატიურების ფაქტები და ერთ - ერთ ეჭვმიტანილად პოლიციის ოფიცერს ასახელებენ.ეს შემზარავი ისტორია უტარ პრადეშის სოფელ კატრაში მოხდა. სოფლის მაცხოვრებლების ინფორმაციით, დები მინდორში წავიდნენ საპირფარეშოსათვის, რადგან მათ სახლს საკუთარი ტუალეტი არ ჰქონდა.ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ( ისინი ჩუმად აპროტესტებენ მომხდარ ტრაგედიას ), სოფელში მოძრაობს მამაკაცების ჯგუფი, რომლებიც გოგონებს აუპატიურებენ და აქამდე გამოძიებული არც ერთი საქმე ჯერჯერობით არაა.თუმცა არსებული ინფორმაციით დაკავებული ჰყავთ სამი და ძიებაშია კიდევ 4 მამაკაცი.
სექსუალური ძალადობის თითო შემთხვევა ფიქსირდება, რაც მართლაც რომ კატასტროფაა. 176 8-ს მოსწონს
|