x
image
რუსუდან ბერიძე
მოამზადეთ მარტივი და უგემრიელესი საზაფხულო ტორტი სახლის პირობებში (მაშას რეცეპტებიდან)
image

რადგან ზაფხული კარს მოგვადგა და თანდათან კენკროვანი ხილიც მწიფდება, დროა შემოგთავაზოთ უგემრიელესი კენკროვანი ხილის არაჩვეულებრივი ტორტი, სადაც შეგვიძლია კომბინაციაში გამოვიყენოთ:მარწყვი, ალუბალი და ჟოლო.ამ ტორტის მოსამზადებლად დაგვჭირდება

შემდეგი ინგრედიენტები:

ცომისთვის:


-1ჭიქა მანანის ბურღული(მანი)

–1 ჭიქა არაჟანი

–1ჭიქა შაქარი

–1ჭიქა ფქვილი

–3 კვერცხი

–1ჩ.კ.გამაფხვიერებელი

კრემისთვის:

–1/2 კგ.არაჟანი

–4-5 ს.კ.შაქრის პუდრა

–ხილი(სურვილისამებრ ნებისმიერი კენკროვანი)

–ჟელატინი30გრ.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ფქვილი, მანი და გამაფხვიერებელი.მიღებული ცომი ჩავასხათ ფორმაში და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.

გამომცხვარი ფირფიტა გავაცივოთ და დავამტვრიოთ პატარა ნატეხებად.

არაჟანს დავუმატოთ შაქრის პუდრი და კარგად ავთქვიფოთ.ჟელატინი მოვამზადოთ ისე როგორც მისი მომზადების წესი ითვალისწინებს, ოღონდ წყლის ნორმა 2–ჯერ შევამციროთ.2 სუფრის კოვზ ჟელატინს დავასხათ 3 სუფრის კოვზი წყალი, გავაჩეროთ და კარგად რომ გაჯირჯვდება შევდგათ მდუღარე წყლის აბაზანაზე და ვურიოთ გადნობამდე, არ ავადუღოთ.ნაწილი ჟელატინი (შეგრილებული)შევურიოთ არაჟანს.ფორმაში ჯერ მოვაყაროთ ნამცხვრის ნატეხები შემდეგ მოვასხათ ჟელატინიანი არაჟნის კრემი, ზემოდან მოვაწყოთ კარგად ხილი და მოვასხსათ ჯელატინი და მიღებული ტორტი შევდგათ მაცივარში 3-4 საათი გასაცივებლად.ჩემდეგ კი გამოიღეთ, დაჭერით ლამაზად და...

image


გემრიელად მიირთვით!




თქვენი მაშა!

















0
182
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0