ნამცხვრები ქიშმიშიანი ხვეულა – "Рогалики" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 22 დეკემბერი, 23:01
ცომის ინგრედიენტები:
–100გრ.მარგარინი
–100გრ.არაჟანი
–1კვერცხი –1/3 ჩ.კ სოდა –1ჩ.კ ლიმონის წვენი სოდის ამოსაყვანად, –კოვზის წვერით მარილი –დაახლოებით 1.5 ჭ.ფქვილი გულსართისთვის ქიშმიში.ჯერ კარგად გავრეცხოთ, მერე გადავავლოთ მდუღარე წყალი, დავყაროთ საწურზე ვიდრე კარგად არ დაიწრიტება წყლისგან და მერე ქაღალდის ხელსახოცით გავაშროთ. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: 1)მარგარინი გავადნოთ, დავუმატოდ კვერცხი, არაჟანი, სოდა, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი(ცომი გამოდის ძალიან ფაფუკი) 2)მიღებული ცომი გავახვიოთ პოლიეთილენის პარკში და შევდოთ მაცივარში 1საათი. 3)გამოვიტანოთ ცომი და გავყოთ 3 ნაწილად.2ნაწილი ისევ შევინახოთ მაცივარში ვიდრე ერთს დავამუშავებდეთ. 4)თითოეული ცომი გავაბრტყელოდ წრიულად და გავყოთ 8 სეგმენტათ.დავადოთ ქიშმიში, რამდენიც გვინდა რკალის მხარეს და გადავახვიოთ. 5)ზედა მხრიდან ამოვავლოთ დარიჩინიან შაქარში და დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაში. 6)ვაცხობთ 180გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. ძალიან გემრიელია და ამავდროულად მარტივი გასაკეთებელი.გააკეთეთ და... მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა 63 6-ს მოსწონს
|