x
image
რუსუდან ბერიძე
ხილის კალათები

image

ცომის ინგრედიენტები:

–––––––––––––––––

1 კვერცხი


100გრ-შაქარი

150გრ.–მარგარინი

300გრ–პ/ფქვილი

1/3ჩ.კ–სოდა-ძმრით

ჟელესთვის:

––––––––––

200გრ–შაქარი

20გრ–ჟელატინი

1გრ.–ლიმონმჟავა

300გრ– წყალი

1ს.კ–კონიაკი

ხილი:სეზონურად რაც გვაქვს.ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ:

–––––ვაშლი, ფორთოხალი და კივი.(500გრ)

მ ო მ ზ ა დ ე ბ ი ს წ ე ს ი:

––––––––––––––––––––––

ჟელატინი ჩავყაროთ 100გრ ცივ წყალში და 40 წთ.გავაჩეროთ.შემდეგ მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაში და გავაცხელოთ, ოღონდ არ ავადუღოთ.

დანარჩენ წყალში ჩავყაროთ შაქარი, ლიმონმჟავა და ავადუღოთ. გავაგრილოთ და მიღებული სითხე შევურიოთ ჟელეს და დავამატოთ კონიაკი.მოვურიოთ და მზად არის ჩვენი ჟელეც.

კალათების ცომის მომზადება:

–––––––––––––––––––––––

მარგარინს და შაქარს გარგად ავსრესთ და დავამატებთ ათქვეფილ კვერცხს, სოდას-ძმრით.შევაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.გავანაწილებთ მიღებულ ცომს პატარა გუნდებად ცხიმიან კალათების ფორმებში და ხელით მივცემთ კალათის ფორმას, ისე რომ ცომის სისქე არ აღემატებოდეს 0, 5სმ-ს.

გამოვაცხოთ 250 გრადუს ტემპერატურაზე, 20-30წთ.

გამზადებულ კალათებში ჩავაწყოთ ლამაზად დაჭრილი ხილი და თავზე მოვასხათ გაცივებული ჟელე.

ლამაზიცაა ჩვენი კალატები და გემრიელიც.ვფიქრობ მოგეწონათ მოწოდებული რეცეპტი.

მაშ გააკეთეთ და ისიამოვნეთ და სხვებიც ასიამოვნეთ!

0
75
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0