x
image
რუსუდან ბერიძე
უგემრიელესი შოკოლადის ჰაეროვანი ტორტი (მაშას რეცეპტებიდან)
image

ჩემო ერთგულო მკითხველებო და ხელმარჯვე დიასახლისებო, თქვენი მაშა ისევ თქვენთანაა და ამჟამად შემოგთავაზებთ უგემრიელეს და მარტივად მოსამზადებელ ჰაეროვანი შოკოლადის ტორტის რეცეპტს.

გემრიელი და ნაზი ცომი არაჟანზე მომზადებული, მსუბუქი კრემი და შოკოლადის მინანქარი–აი ეს სამი მთავარი კომპონენტები, რისგანაც შედგება ჩვენი ტორტი.დამატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ კაკალი ან სეზონური ხილი.ამჟამად მარწყვი ან ალუბალი.

მოდი შევუდგეთ მის მომზადებას.ამისთვის კი დაგვჭირდება


შემდეგი ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

–2 კვერცხი

–1 ჭ.შაქარი

–1 ჭ.არაჟანი (15% ცხიმიანობის)

–1ჭ+2ს.კ.პ/ფქვილი

–1ჩ.კ(უთაო) სოდა ძმრით ამოყვანილი

–2ს.კ.კაკაოს ფხვნილი.


კრემისთვის:

–2ჩ.ჭ.არაჟანი

–1ჩ.ჭ.შაქრის პუდრი


მინანქრისთვის:

–100გრ.შაქარი

–50 გრ.კარაქი

–2ს.კ.კაკაოს ფხვნილი

–2ს.კ.არაჟანი


მომზადების წესი:

კვერცხი ავთქვიფოთ კარგად შაქართან ერთად, დავუმატოთ არაჟანი, სოდა ძმრით, კაკაოს ფხვნილი და გაცრილი ფქვილი ერთმანეთში შერეული და მოვამზადოთ ბისკვიტის ცომი.

მიღებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად:დიდ და პატარა ნაწილებად.გავახუროთ ქურა 180 გრადუსზე და ჯერ გამოვაცხოთ პატარა ბისკვიტი რომელიც იქნება ტორტის ქვედა ნაწილი.გამოცხვება 10–15 წუთში.შემდეგ გამოვაცხოთ მეორე–დიდი ფენა, რომელსაც გაცივების შემდეგ დავჭრით პატარა კუბიკებად.

კრემისთვის ავთქვიფოთ არაჟანი და შაქრის პუდრა შაქრის მთლიანად გადნობამდე.გადავუსვათ ქვედა ფენას და მასზე დავაწყოთ კრემში ამოსვრილი კუბიკები"გორად".შეგვიძლია ფენებად მოვაყაროთ ხილი ან დაჭრილი მოხალული კაკალი.თავზე კი მოვასხათ შოკოლადის მინანქარი რომელსაც შემდეგნაირად მოვამზადებთ:მინანქრის ყველა ინგრედიენტებს შევაერთებთ და ნელ ცეცხლზე ვადუღებთ 1–2 წუთი, ცოტას შევაგრილებთ და მოვასხამთ ჩვენს ტორტს.

სასურველია მთელი ღამე შედგათ მაცივარში, შემდეგ კი გამოიღეთ, დაჭერით და...


image

მიირთვით გემრიელად!



თქვენი მაშა!











0
338
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0