x
image
რუსუდან ბერიძე
სწრაფად გასაკეთებელი მაგრამ უგემრიელესი ალუბლის პეროგი (მაშას რეცეპტებიდან)
image

ეს პეროგი ძალიან მარტივი გასაკეთებელია ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, მაგრამ ამავდროულად უგემრიელესი.ძალიან ნასიამოვნები დაგრჩებათ ბავშვები და საპნის ბუშტივით თვალსა და ხელს შორის გაქრება.აბა მაშ ამდენ ქებას ჯობია პირდაპირ დავიწყოთ ამ მომზადება.ამისთვის კი დაგვჭირდება შემდეგი

ინგრედიენტები:


●2კვერცხი


●1ჭ.შაქარი

● 0, 5ჩ.კ სოდა ან 1, 5ჩ.კ გამაფხვიერებელი.

● 200გრ არაჟანი(20%-იანი)

● 100გრ.მარგარინი ან კარაქი

● 1შეკვრა ვანილი

● 1, 5 ჭიქა ფქვილი(ჭიქა–240მგ-იანი)

● 350 გრამი ალუბლის კომპოტის უკურკო მარცვლები ან 300- 400 გრ.გაყინული ალუბალი.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:


პირველ რიგში დავყაროთ თუშფალანგზე კომპოტიდან ამოღებული ალუბლის მარცვლები, რომ წვენისგან დაიწუროს, შემდეგ კი ამოვავლოთ სახამებელში ან პურისფქვილში.თუ გაყინული ალუბალი გვაქვს, ჯერ გავადნოთ და შემდეგ ამოვავლოთ სახამებელში.

ცხვება 20-25 სმ.დიამეტრის ზომის კექსის ფორმაში.

ცომის მომზადება:


1.გააადნეთ კარაქი ან მარგარინი.

2.თასზე მსუბუქად ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი.

3.თასზე დაამატეთ გამდნარი კარაქი, ვანილი, სოდა ან გამაფხვიერებელი, არაჟანი და ფქვილი, ურიეთ ნაზად რომ ცომი არ დავარდეს და გამოვიდეს ერთიანი მასა–არაჟნის სისქის.

4.ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით მიღებული ცომი.მოაყარეთ ალუბალი და კოვზით ჩაუშვით კარგად ცომში, რომ არ ჩანდეს.

5.გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე 35-40 წუთის განმავლობაში.ეს თქვენს ღუმელზეა დამოკიდებული.შეამოწმეთ ხის ჩხირით, თუ მშრალი იქნება–უკვე გამომცხვარია.

ალუბალი თუ გაყინულია, გამოცხობისას ზომაში იმატებს.

6.როცა გაცივდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.შემდეგ კი დაჭერით და...



მიირთვით გემრიელად !image



თქვენი მაშა



6
6934
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
6934
  
2013, 6 დეკემბერი, 11:36
ნამდვილად :-)
2013, 6 დეკემბერი, 10:30
მეც არ მისინჯია კომპოტით,ყველაფერს ცოცხალი ალუბალი ჯობია.
2013, 6 დეკემბერი, 10:29
ხო მეც ეგრე ვფიქრობ.ცოცხალი ხომ ყველას აჯობებს და როცაა ალუბალი მაშინ ჯობია გაკეთება.კომპოტში ყველაფერი გამოცლილი აქვს და სად აქვს ისეთი გემო?
2013, 5 დეკემბერი, 22:20
ალუბლის პეროგი ერთ-ერთი გამორჩეულია ამ ტიპის ნამცხვრებს შორის, მაგრამ კომპოტის ალუბალს არ გირჩევთ, გაყინული გაცილებით უკეთესია.:)
2013, 5 დეკემბერი, 22:04
ოღონდ ცოცხალი.კომპოტიდან ამოღებული არვიცი როგორია პეროგში :-)
2013, 5 დეკემბერი, 22:02
ალუბალი საოცარ არომატს აძლევს პეროგს :-)
0 1 6