x
image
worldsport.ge
რონალდუს ახალი რეკორდი
imageმადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ბომბარდირულ მიღწევებში ახალი თამასა დააწესა.მადრიდის “ატლეტიკოსთან” ლისაბონში 4:1 მოგებული ფინალური მატჩის დამატებული დროის მიწურულს გატანილი თერთმეტმეტრიანი, ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში, 29 წლის ფეხბურთელისთვის მე-17 გოლი იყო. რონალდუმ ამით საკუთარი წლევანდელი მიღწევა გააუმჯობესა, თორემ “ბარსელონას” არგენტინელი შემტევის, ლიონელ მესის მიერ 2011/2012 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი (14 გოლი), პორტუგალიელმა “ბაიერნთან” ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მოხსნა.
ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშების ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება:
კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) - 17

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) - 10

დიეგო კოსტა (“ატლეტიკო”) - 8

ლიონელ მესი (“ბარსელონა) - 8


სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) - 6

რობერტო ლევანდოვსკი (“დორტმუნდი”) - 6

აღსანიშნავია, რომ რონალდუ და მესი სწრაფი ტემპებით ეწევიან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირ რაულ გონსალესს, რომელსაც “რეალისა” და “შალკეს” მაისურით ჯამში 71 გოლი აქვს გატანილი, მისი მდევრების ანგარიშზე კი, 67-67 ზუსტი დარტყმაა. გამომდინარე იქიდან, რომ რაული აღარ თამაშობს, დიდი ალბათობით, ბომბარდირი მომავალ სეზონშივე შეიცვლება.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
365
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0