x
image
ვიზა კოხაძე
რისთვის უხდის მადლობას მირანდა ქერის დედა ქალიშვილის ათასობით გულშემატკივარს
image
სიდნეიში ჩასულ ტერეზა ქერს მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა და იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.ოჯახის წევრების თხოვნით მომხდარი ფაქტი საიდუმლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოდელის ფანებმა მალევე შეიტყვეს ყოველივე და ათასობით ადამიანმა საავადმყოფოს ეზოში მოიყარა თავი.

ქალბატონმა ტერეზამ ემოციები ვერ დამალა და საკუთარ ინსტაგრამზე სამადლობელი სიტყვები და უამრავი ვარდისფერი ვარდი მიუძღვნა ქალიშვილის ათეულათასობით გულშემატკივარს.image

ქალბატონი ტერეზა არც თუ დიდი ხნისაა ( ის 48 წლის არის მხოლოდ ) და იგი გულის გენეტიკური არითმიით არის დაავადებული, რომელმაც ბოლო დროს ხშირად იჩინა თავი, თუმცა მას იმედი აქვს, რომ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად მალევე შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. ამჟამად კი იმითაა კმაყოფილი, რომ მას ქალიშვილთან და პატარა შვილიშვილთან - ფლინთან ერთად მოუწევს გარკვეული დროის გატარება.ინსტაგრამზე ქალბატონმა ტერეზამ ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: - " ჩემთვის ჩემი ულამაზესი ოჯახი ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია".imageimage
საავადმყოფოში ოჯახი სრული შემადგენლობით მივიდა. მათ შორის მირანდას მამა იოანე, ბებია ანნა, პატარა ფლინი.

თავდაპირველად მოდელი ოჯახს ვერ შეუერთდა, რადგან მას შეხვედრა ჰქონდა "Kora Organics" წარმომადგენლებთან.


როგორც ცნობილია, მირანდა ამჟამად ვიქტორია ბექჰემის ერთ - ერთი აქტიური სახეა და მას ბოლო ჩვენებაზე არა ერთი, არამედ ორი კაბა ეცვა ბექჰემის კოლექციიდან.მოდელს ბებიის მხარდაჭერის იმედი აქვს, რომელიც თანახმაა შვილიშვილთან ერთად გაემგზავროს მოდის საერთაშორისო ჩვენებაზე.

imageimageimageimage








































0
28
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0