საზოგადოება თვითმკვლელობით რატომ დაასრულა სიცოცხლე 36 წლის "ოსკაროსანმა" კინორეჟისორმა 2014, 14 მაისი, 23:31 შვედი კინორეჟისორისა და "ოსკარი - 2013" - ის მფლობელის მალიკ ბენჯელულის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა, რის შესახებაც ინფორმაციას ავრცელებს "Associated Press".
კინორეჟისორი, რომელიც მსოფლიომ გასული წლის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე დოკუმენტაციაში საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრის წარდგენისთვის გაიცნო და რომელსაც უძვირფასესი პრიზი - წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის «В поисках Сахарного человека»
რეჟისურისთვის გადაეცა, კოპენჰაგენთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს.ოჯახის წევრების თხოვნით, პოლიცია არ საუბრობს დეტალებზე, თუ კონკრეტულად სად იპოვეს ცხედარი.
მალიკ ბენჯელულის უმცროსი ძმის, ჯოხარ ბენჯელულის განცხადებით, რეჟისორმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე დეპრესიასთან მრავალხნიანი ბრძოლის შემდეგ.
" ცხოვრება ყოველთვის არაა ადვილი და ის ხშირად უარესია.მე არ ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდე მას" - ეს არის მისი სიტყვები. ეს მცირე ბიუჯეტიანი ფილმი, რომელმაც მალიკს პოპულარობა და აღიარება მოუტანა, მოგვითხრობს ორ სამხრეთ აფრიკელზე, რომლებიც ცდილობენ გაერკვნენ, თუ რა ბედი ეწია ამერიკელ მომღერალს Сиксто Родригес, რომელიც გახდა სუპერვარსკვლავი სამხრეთ აფრიკაში. მალიკი ბავშვობაში კარგად ხატავდა. შემდეგ, უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, პარალელურად შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა რეპორტიორად. მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა შოკში ჩააგდო ყველა ახლობელი და მეგობარი, რადგან მალიკი გამორჩეული ენთუზიაზმით, კეთილი ხასიათით და მაღალი იდეალებით გამოირჩეოდა.ბრიტანელმა პროდიუსერმა სიმონ ჩინმა განაცხადა: - " იდეა, ის, რომ აღარ არის მალიკ ბენჯელული, უბრალოდ ძალიან რთული პროცესია, რადგან მას უამრავი მომავლის გეგმა, ენტუზიაზმი და ცხოვრების ხალისი ჰქონდა". კოპენჰაგენის პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილს არანაირი დანაშაულებრივი კვალი არ აღენიშნება სხეულზე. მისი ცხედარი ყველასთვის უცნობი მიზეზის გამო ადგილობრივმა პოლიციამ პროზექტურაში გადაასვენა. 43 10-ს მოსწონს
|