x
image
ვიზა კოხაძე
ახალი რეკორდი დაამყარა 4 წლის ინდოელმა რიში ხატაუმ, რომელიც 44 კილოგრამს იწონის
ინდოელი ქირურგები იძულებულნი იყვნენ შეეწყვიტათ 4 წლის ბიჭუნას მკურნალობა და ქირურგიული ჩარევით ბავშვისთვის მოეჭრათ კუჭის 70 %, რადგან ბიჭმა, რომელიც მხოლოდ 2 კილოგრამი დაიბადა, უკვე 44 კილოა.წონის სიმცირის გამო მშობლები თითქმის ყოველ ნახევარ საათში აჭმევდნენ ახალშობილს, რამაც მას გაძლიერებული მადა გამოუვლინა და მალე პატარამ მოზარდივით დაიწყო კვება.გასული წლის სექტემბერში კი ბიჭი 44 კილო გახდა მიუხედავად მშობლების დიდი მცდელობისა, რომ დაეკარგათ " აპეტიტი".

ექიმებმა იშვიათი გენეტიკური ანომალიური სინდრომი აღმოუჩინეს, რომლის დროსაც ორგანიზმში დარღვეულია კალორიების წვის პროცესი.ადვილი შესაძლებელი იყო, ბავშვი გაცხიმოვნებით დაღუპულიყო.

image

კალკუტის კერძო კლინიკაში მიყვანის შემდეგ ექიმებმა მშობლებს შესთავაზეს შვილის სხეულზე " გაქონვა" ეწარმოებინათ - თავიდან ნაწილობრივ და შემდეგ კი საბოლოოდ.4 წლის რიში ხატაუ გახდა ერთადერთი ყველაზე პატარა პაციენტი, რომელმაც ეს ოპერაცია გაიკეთა.


- " ჩვენ არ გვქონდა სხვა შანსი შვილის გადარჩენისა, რიში სწრაფად გასუქდა და ჩვენ მას სხვადასხვა განსხვავებულ დიეტებს ვუნიშნავდით, მაგრამ ყველა დიეტა უშედეგოდ სრულდებოდა.როდესაც ექიმებმა გვითხრეს, რომ ოპერაციის გარეშე მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, ოპერაცია გახდა ჩვენი უკანასკნელი იმედი.დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ვერ შევაჩერეთ გასუქების პროცესი" - განუცხადა პრესას ბავშვის მამამ.

მომაკვდინებელი სინდრომი " პრადერა ვილი" თითმის დამარცხებულია და ამჟამად 4 წლის რიში ნელ - ნელა იკლებს წონაში.ექიმები ფიქრობენ, რომ ოპერაცია დაეხმარება ბავშვს სწრაფად დაიბრუნოს ნორმალური წონა.image

0
114
11-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0