x
image
natia.a
კონჩიტა... მომღერალი ჩიტი ანუ გაუმარჯოს თურქულ სერიალებს!
image„ევროპამ თავისი ნამდვილი სახე დაგვანახაო“ - ასე შეაფასეს ევროვიზიაზე კონჩიტას გამარჯვება რუსმა პოლიტიკოსებმა...




ქართველებიც აღვშფოთდით და მასობივი წვერპარსვის დღეებიც დაიწყო...

image


არადა 10 ქულა ჩვენ გავუგზავნეთ...

17 მაისი გამახსენდა, რამდენიმე საცოდავი ლგბტ აქტივისტი კინაღამ რომ გასრისა აღშფოთებულმა „ერმა“... ანტიდისკრიმინაციული კანონიც გამახსენდა...

და მაინც 10 ქულაო. არ დაგვეზარა „მშვენიერი“ კონჩიტასთვის სმს-ების გაგზავნა (თუ დარეკვა, არ ვიცი, მაპატიეთ).

აღსაშფოთებელი არაფერია, უბრალოდ ასე იყოო საჭირო, რუსეთს დაუპირისპირდაო ამით ევროპაო... რუსეთსო, ჰომოსექსუალიზმის პირველ მტერსო... ასე იყოო საჭიროო და კონჩიტა აქ არაფერ შუაში არ არისო... დაწყნარდითო...

მე კი ისევ ჩვენი 10 ქულა მაკვირვებს...

კიდევ ის მაკვირვებს, არიქა, უკრაინლები ჩვენი ძმები არიან და გვერდით უნდა დავუდგეთო და ამ დროს ყველაზე მაღალ ქულებს რუსეთს და სომხეთს ვუძღვნით...

ყოჩაღ საქართველო! შენ არასოდეს ივიწყებ „მოძმე“ ერს!

რა ვქნათ ახლა? აქეთ რუსეთიო... იქით კონჩიტაო... თუ ნარჩიტაო...

image
ნარჩიტაო? ეს რა კარგი გამახსენდა... ეჰ, გაუმარჯოს ისევ თურქულ სერიალებს!









რა სამწუხაროა „სმაილიკები“ აკრძალული რომაა სტატიაში, რამდენ
ადგილზე დავწერდი დიიდ, წაგრძელებულ „სმაილიკებს“... ოღონდ არ ვიცი ფრჩხილი მარჯვნივ იქნებოდა შებრუნებული თუ მარცხნივ...

0
217
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0