საზოგადოება როგორ მიულოცეს ვარსკვლავებმა დედის დღე საკუთარ დედებს და რა შინაარსის სტატუსები განათავსეს სოციალურ ქსელებში 2014, 12 მაისი, 18:01 მსოფლიო ვარსკვლავებმა დედის დღე აღნიშნეს.მათ სოციალურ ქსელში ძველი და ახალი ფოტოები განათავსეს და სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული სტატუსები დაწერეს.
პოპულარულმა მომღერალმა, შემსრულებელმა, მოცეკვავემ და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა ინსტაგრამზე განათავსა ოჯახის უძველესი ფოტო, სადაც ვარსკვლავი დედასთან და დებთან ერთადაა.ვარსკვლავმა სტატუსიც კი მიუძღვნა ფოტოს, სადაც ვკითხულობთ: - " მე ერთადერთი ვარ, ვისგანაც ძალიან ბედნიერი არ ხარ.დედის დღეს გილოცავ დედიკო!შენ ჩემი სინათლე და იმედი ხარ. შენ ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.მე შენ უდიდეს პატივს გცემ".
მათ შორის საინტერესოა სელენა გომესის ინსტაგრამზე ატვირთული ფოტო, სადაც მომღერალი დედის კალთაში ძალიან პატარა და საყვარელია.
სტატუსი კი ასეთი შინაარსისაა" - " არ ვიცი როგორ გითხრათ დედა როგორი ქალია, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ დედაჩემმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა.მე შენ უზომოდ მიყვარხარ დედა."
პოპულარულმა მომღერალმა მაილი საირუსმა დედის დღე საკუთარ ინსტაგრამზე მიულოცა დედას და ფოტოებზე საინტერესო სტატუსებიც დაწერა: - "მიყვარხარ დედიკო და გილოცავ დედის დღეს!" პოპ ვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა კი დედის დღე დედასთან ერთად ლოს - ანჟელესში გამართულ ღონისძიებაზე გაატარა, სადაც უამრავი სამახსოვრო და სითბოთი გაჯერებული ფოტოები გადაიღო. ვარსკვლავმა საკუთარ თვითერზე სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ: - " ძალიან მიყვარხარ დედა!" ქალიშვილებიდან მხოლოდ კენდალ ჯენერს გაახსენდა, რომ კრის ჯენერისთვის დედის დღე მიელოცა ინსტაგრამზე, სადაც ვარსკვლავმა თავისი პატარაობის ამსახველი ფოტო განათავსა. 185 12-ს მოსწონს
|