x
image
worldsport.ge
დავით თარგამაძე მარიუპოლში არსებულ მდგომარეობაზე

imageუკრაინაში კვლავ დაძაბულია სიტუაცია, ქალაქ მარიუპოლში მთელი ღამის განმავლობაში იყო სროლები. მარიუპოლის ცენტრს ეროვნული გვარდია ტოვებს. როგორც იცით, მარიუპოლის “ილიჩივეცში” დავით თარგამაძე თამაშობს, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მოკლედ აღწერა ვითარება:
დავით თარგამაძე: “მარიუპოლში ვარ და სახლიდან არ გავდივართ. ტანკები დგანან. ხალხს ესვრიან და ბევრი დაღუპულია. გუშინ ვარჯიში არ ჩატარებულა, რადგან გარეთ ვერ გამოხვიდოდი. რთული და დაძაბული სიტუაციაა. მთავარია, ოდნავ მაინც ჩაწყნარდეს. ალბათ, 2 დღეში წამოვალ საქართველოში: გუნდი აკეთებს ამის ორგანიზებას. მთავარია, რომ დონეცკში არაფერი მოხდეს და აეროპორტი არ დაკეტონ”.
www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0