x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მომაკვდავმა ბიჭმა საქველმოქმედო თანხა:3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა
image


19 წლის მომაკვდავმა სტივენ სატონმა დიდი ბრიტანეთიდან შეძლო ის, რასაც ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაცია ვერ აკეთებს.შეაგროვა 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი.


-არსებობს ანდაზა, თუ ცხოვრება ლიმონს შემოგთავაზებს, ეცადე მისგან ლიმონათი გააკეთო, -ასე დაწერა ახალგაზრდა კაცმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე, რომელსაც 4 წლის წინ საშინელი დიაგნოზი დაუსვეს:სწორი ნაწლავის კიბო.


მაშინ იგი 15 წლის იყო, მოზარდმა ყმაწვილმა გადაწყვიტა 64 ჩანაფიქრი განეხორციელებინა სანამ მოკვდებოდა.



მათ შორის იყო, პარაშუტით გადმოხტომა, სერფინგით გასეირნება წყალზე, დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა აუდიტორიის წინაშე და ....სპილოზე კოცნაც კი.მან ეს ყველაფერი აისრულა.დასარტყამ ინსტრუმენტებზე სადღაც პატარა დარბაზში კი არა, თვით "უიმბლდონის" სტადიონზე დაუკრა.


ადამიანები, რომელებიც კითხულობენ სტივენის პირად ბლოგს სოციალურ ქსელში, სთავაზობდნენ ფინასურ დახმარებას, ზოგი მკურნალობისათვის, ზოგი რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში გამგზავრებისათვის.


ერთხელ სტივენმა საკუთარ " Facebook"-ის გვერდიდან მიმართა მომხმარებლებს, რომ მას იმდენად დახმარება არ სჭირდება, მაინც არაფერი ეშველება და ითხოვა კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის თანხა-10 000 ფუნტის შეგროვება.


image


და აი სულ რაღაც რამდენიმე დღეში 10 000-ის ნაცვლად შეგროვდა 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი(დაახლოებით 4, 9 მილიონი$)


"ჩვენ ერთი წლის განმავლობაში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის 12 მილიონ ფუნტზე მეტს ვერ ვაგროვებთ, სტივენმა კი შესძლო და ერთ კვირაში ჩვენი წლიური ფონდის მეოთხედი თანხა შეაგროვა"-გაოცებით და კმაყოფილებით აღნიშნა სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდის ხელმძღვანელმა.

რამდენიმე დღის წინ სტივენმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:ეს წერილი უკანასკნელია, რომელსაც თავად წერს, ამის შემდეგ ინფორმაციას უკვე მისი ოჯახის წევრები გამოაქვეყნებენ."ვწუხვარ, რომ სიცოცხლე ასე მოულოდნელად მეცლება ხელიდან, ბევრი ადამიანი დარჩა, რომლებისთვისაც მადლობის თქმა ვერ მოვასწარი და ვერ გამოვემშვიდობე.ამისთვის პატიებას გთხოვთ, ავადმყოფობას იქამდე შევებრძოლები, სანამდეც შევძლებ.''

image



1
106
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
106
  
2014, 10 მაისი, 15:51
:(((((((((((((((((((((((((((((((((
0 1 1