ქალი და მამაკაცი ჰოლივუდის ულამაზესი და უმშვენიერესი ვარსკვლავი - შარლიზ ტერონი ქორწინდება 2014, 9 მაისი, 9:08 ![]() ![]() ![]() წყვილის ურთიერთობა სულ რაღაც ხუთ თვეს ითვლის და მოდური სამყარო მხოლოდ ერთ პასუხგაუცემელ კითხვას სვამდა: როდის მოხდებოდა ვარსკვლავური წყვილის ჯვრისწერა? ბოლოს და ბოლოს მსახიობებმა გადაწყვიტეს გამოსულიყვნენ ამ დაუსრულებელი კითხვა - პასუხის ეტაპიდან და ჟურნალ "Life & Style" ცნობით, ვარსკვლავური წყვილი საქორწინო ცერემონიისთვის სამზადისს შეუდგა. ![]() ![]() ![]() წყაროს ინფორმაციით წყვილი უკვე დაუკავშირდა ერთ - ერთ სააგენტოს, რომელიც ორგანიზებას გაუკეთებს საქორწილო ცერემონიას.იმავე ჟურნალის საშუალებით ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ ცერემონია კუნძულ მალიბუს სანაპიროზე გაიმართება ჰოლივუდური ფუფუნებით. წყვილს დაგეგმილი აქვს რამდენიმე უახლოესი მეგობრისა და ახლო ნათესავების მოწვევა ქორწილზე. გარდა ამისა, ცნობილია ასევე მათი ხელისმომკიდეების ვინაობაც: შონის მეჯვარე ქორწილში მისი ძმა მაიკლი იქნება, ხოლო პატარძალს გვერდს დაუმშვენებს დედა გერდა. რაც შეეხება მსახიობების წარმომადგენლებს, ისინი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ბედნიერი ხანგრძლივი ცხოვრება ვუსურვოთ წყვილს. ![]() ![]() 73 7-ს მოსწონს
|