ქალი და მამაკაცი "მექალთანე" ჯორჯ კლუნი და მისი საყვარლები 2014, 1 მაისი, 11:33 ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯორჯ კლუნმა მრავალწლიანი სათავგადასავლო და სასიყვარულო რომანების შემდეგ 52 წლის ასაკში დაქორწინება გადაწყვიტა.ამჟამად მისი რჩეული ამალ ალამუნდინია, რომლის კარიერამ და განვლილმა ღირსეულმა ცხოვრებამ მოხიბლა მსახიობი.როგორც კრიტიკოსები აფასებენ, ეს ურთიერთობა ყველაზე ჰარმონიულია "მექალთანე" კლუნის ც ხოვრებაში. მაგრამ მუდამ თავისუფალმა ჯორჯ კლუნმა არა ერთ ცნობილ ქალბატონს დასწყვიტა გული, რომლებიც მისის კლუნის იმიჯზე ოცნებობდნენ.მათ შორის აღსანიშნავია კიმბერლეი რასელთან გახმაურებული რომანი, რომელიც მალევე დასრულდა. მომდევნო წლებში მისი სატრფო გახდა ფრანგი ოფიციანტი სელინ ბალიტრანი, რომელთანაც მსახიობი სამი წელი ცხოვრობდა და მასაც დაშორდა. ამის შემდეგ ჯორჯ კლუნს ხუთწლიანი რომანი ჰქონდა ბრიტანელ მოდელთან ლიზა სნოუდენთან, მაგრამ მოგვიანებით გაარკვია ლიზამ, რომ მსახიობი მას მოდელთან კრისტ ალენთან ღალატობდა. ორივემ ერთდროულად მიატოვა "მექალთანე" ჯორჯ კლუნი. არდასრულებული რომანის მომდევნო ეტაპიც წარმატებით გადალახა მსახიობმა და ახლა რენე სელბეგერი გახდა მისი საყვარელი და მათი ურთიერთობა ისევე მალე დასრულდა, როგორც დაიწყო. მიზეზი კი ისევ ღალატი გახდა. კრისტა ალენთან კი მსახიობმა სამჯერ სცადა ურთიერთობა, მაგრამ სამივე მცდელობა კრახით დასრულდა. სარა ლარსონთან ვარსკვლავს რამდენიმე თვიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და მასაც 2008 წელს დაშორდა. 2011 წელს მის ცხოვრებაში იტალიელი მსახიობი და ტელეწამყვანი ელისაბედ კანალისი გამოჩნდა და ყვითელი პრესა მაშინვე ალაპარაკდა მათ დაქორწინებაზე, მაგრამ წყვილმა იმავე წლის ზაფხულზე ოფიციალურად გააკეთეს განცხადება განშორებაზე. 2012 წლიდან მისი გატაცება 31 წლის სპორტსმენი სტეისი კიბლერი გახდა. თითქმის ერთი წელი ერთად ცხოვრობდნენ ისინი, მაგრამ 2013 წლის ზაფხულზე ლამაზმანების მოყვარული მსახიობი კვლავ მარტო დარჩა. ჯორჯ კლუნის სასიყვარულო რომანებს უკავშირებენ ჰოლივუდის ისეთ კაშკაშა ვარსკვლავებს, როგორიცაა ჯულია რობერტსი, სელმა ჰაიაკი, შარლიზ ტერონი, ლუსია ლუი, თუმცა ჩამოთვლილ ვარსკვლავებზე მეტს არაფერს წერენ. 302 9-ს მოსწონს 1-ს არა
|