x
image
worldsport.ge
გიგზის მამა: “რაიანი სულელი, მოღალატე, მატყუარა და დედიკოს ბიჭია”

image “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად რაიან გიგზის დანიშვნას გულშემატკივართა დიდი უმრავლესობა მიესალმა. აი, ვისაც ეს არ გაუხარდა, მათ შორის, გიგზის მამაცაა - დენი უილსონი. ვინც არ იცის, მათთვის: მორაგბე დენი უილსონისა და ლინ გიგზის ოჯახი დაინგრა, როცა რაიანი 14 წლისა გახლდათ. რაიან უილსონი რაიან გიგზი გახდა.
დენი უილსონი, რომელიც წარმოშობით სიერა-ლეონედან არის, შვილს მატყუარად და დედიკოს ბიჭად მიიჩნევს:
“ის სულელია. თქვენ გსურთ, რომ რაიანი მოკლედ დავახასიათო? სულელის გარდა, მოღალატე, მატყუარა და დედიკოს ბიჭია. ვერ გამიგია, როგორ ენდობა ამხელა კლუბის ხელმძღვანელობა ასეთ მშიშარას, რომელმაც საკუთარ ძმას ოჯახი დაუნგრია... მასში ვერანაირ იმ თვისებას ვერ ვხედავ, რომლებიც საჭიროა “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობისთვის. რაიანი, როგორც ასეთი, პიროვნება არაა”.
2011 წელს დენი უილსონმა გაიგო, რომ რაიან გიგზს საკუთარი ძმის ცოლთან ჰქონდა ინტიმური კავშირი. მას შემდეგ მამა-შვილს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაწყდა.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
377
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0