x
image
რუსუდან ბერიძე
გემრიელი ბანანის ტორტი.მაშას რეცეპტებიდან
image

ხანმოკლე პაუზის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით ძვირფასო მკითხველებო. ჩვენს მაშას ბევრი საინტერესო რეცეპტები დაუგროვდა რომლის მოწოდება ვერ მოვახერხე.დღეს შემოგთავაზებთ მოსამზადებლად ძალიან მარტივ, მაგრამ უგემრიელეს, ბანანის ტორტს, რომელიც გამოირჩევა ბანანის ნაზი და სასიამოვნო გემოთი.შევუდგეთ მის მომზადებას.ამისთვის კი დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

–2ცალი ძალიან მწიფე მაგრამ საღი ბანანი.


–2ც.მოზრდილი კვერცხი.

–100 გრამი შაქარი.

–50გრამი კარაქი.

–2ს.კ.არაჟანი.

–150-170გრ.პ/ფქვილი.

–ერთი შეკვრა გამაფხვიერებელი(10გრ)

–100 გრ.კაკალი.

კრემისთვის:

–ერთი ქილა შედედებული რძე(სგუშონი მალაკო)

–250გრ.ნაღების კარაქი.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

თასზე მოვათავსოთ 2 კვერცხი, შაქარი და არაჟანი და ავთქვიფოთ კარგად.კარაქი გავადნოთ, ბანანი დავსრისოთ ჩანგლით და დავამატოთ კვერცხიან მასას და მოვურიოთ კარგად.კაკალიც დავჭრათ წვრილად და დავუმატოთ, ბოლოს კი პურის ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.ყველაფერი მოვურიოთ კარგად და ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში.(22 სმ.დიამეტრის).ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში.

როცა ბისკვიტი გაცივდება, ფაქიზად გავჭრათ 2 ნაწილად, მოვაცილოთ თხლად თავზე და გვერდებზე ქერქი და დავანამცეცოთ მოსაყრელად.

კარაქი ავთქვიფოთ კარგად და შევათქვიფოთ შედედებული რძე, დავუმატოთ ერთი შეკვრა ვანილი და მიღებული ჰაეროვანი კრემი გადავუსვათ ბისკვიტს შუაში, გვერდებზე და თავზე. ზემოდან მოვაყაროთ ნამცეცები.ჩვენი უგემრიელესი ბანანის ტორტიც მზათაა.ცოტახნით შედგით მაცივარში და შემდეგ კი...


მიირთვით გემრიელად!image



თქვენი მაშა!




image





0
361
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0