x
image
worldsport.ge
ბოშკოვი გარდაიცვალა

imageლეგენდარული სერბი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ვუიადინ ბოშკოვი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. საფეხბურთო კარიერა მან "ვოივოდინაში" დაიწყო და შემდეგ "სამპდორიაში" თამაშობდა, რომელშიც შემდეგ მწვრთნელად დაინიშნა და გენუელებს 1990-91 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.
ვუიადინ ბოშკოვმა "სამპდორიასთან" ერთად იტალიის თასი ორჯერ, სუპერთასი ერთხელ ხოლო 1989-90 წლებში ევროპის თასების მფლობელთა თასიც მოიგო. სერბმა სპეციალისტმა "სამპდორია" ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, სადაც "ბარსელონასთან" 0:1 დამარცხდა.
ბოშკოვმა მადრიდის "რეალს" 1979-80 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. 1974-75 წლებში კი ჰოლანდიურ "დენ ჰააგს" ქვეყნის თასზე გაამარჯვებინა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0