თორნიკე ოქრიაშვილი ორი საიტის (ua-football.com, football.ua) ვერსიით მოხვდა უკრაინული ტურის სიმბოლურ ნაკრებში. უკრაინის პრემიერლიგას ყველაზე ფართოდ სწორედ ეს ორი საიტი აშუქებს და თორნიკე სეზონში პირველად მოხვდა სიმბოლურში.
როგორც იცით, "ჩერნომორეცმა" შინ 1:0 სძლია "დნიპროს" და ეს ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა შემტევმა გაიტანა 33-ე წუთზე, მეორე ნახევარში კი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ძელს მოარტყა ბურთი.
საინტერესოა, რომ ოქრიაშვილმა "ჩერნომორეცში" უკვე მესამე პრემიერლიგური გოლი მიითვალა. "ილიჩივეცში" 2, 5 წლის განმავლობაში კი, პენალტებს თუ არ ჩავთვლით, ოქრიაშვილს მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი – იგულისხმება მხოლოდ პრემიერლიგის მატჩები.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge