x
image
worldsport.ge
“ბეშიქთაშის” ფეხბურთელი ღამის კლუბში დაჭრეს

imageსტამბოლის “ბეშიქთაშის” ნახევარმცველი გიოკჰან ტიორე ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
თურქული პრესის ინფორმაციით, შეხლაშემოხლა სროლით დასრულდა და ფეხბურთელს ტყვია მხარში მოხვდა. ტერეს ოპერაცია გაუკეთეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის რამდენიმე დღეს ჰოსპიტალში გაატარებს და შემდეგ, მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
აქვე გეტყვით, რომ თურქი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ყაზანის “რუბინს” ეკუთვნის და იგი “ბეშიქთაშში” განათხოვრებულია.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0