x
image
nukrichanturia
პენსიონერი 163-ე ცოლის მოყვანას აპირებს

image






















75 წლის ნედელკო ილიკაკა ნამდვილი თანამედროვე კაზანოვაა. ბოსნიაში მცხოვრები ნედელკო, რომ ქალების ნამდვილი მუსუსია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პენსიონერი 163-ე ცოლის მოყვანას გეგმავს და ეკლესიაში კიდევ 100 ქალის შეყვანასაც აპირებს. შეიძლება ითქვას, რომ ქორწინება მოხუცებული ბოსნიელის ნამდვილი ჰობია.

რეკორდსმენის განცხადებით, ცოლი მან პირველად 15 წლისამ შეირთო, როდესაც მშობლებმა 20 წლით უფროს მდიდარ ქალზე დაქორწინება აიძულეს. ნედელკოს პირველი ცოლი საერთოდ არ ჰყვარებია და მეუღლის სიმდიდრის მიუხედავად, რამდენიმეთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, ყოველგვარი სინანულის გარეშე დასცილდა.

იმ დროიდან მოყოლებული, ბატონი ილინკიკა ცოლებს ისე სწრაფად იცვლიდა, რომ ზოგიერთის სახელის დამახსოვრებასაც ვერ ასწრებდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბოსნიელის სახლში რამდენიმე წელი შეყოვნებულან, შემდეგ კი მათაც ერთკვირიანი, ერთთვიანი, მოკლედ, დროებითი ცოლები ცვლიდნენ. ამჟამად რეკორდსმენს სხვადასხვა ცოლისგან 14 შვილი ეზრდება. ასეთი "წარმატების" მიუხედავად, პენსიონერი მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და ამჟამად ახალ ცოლს ეძებს. აღსანიშნავია, რომ მას ერთდროულად სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული. მათგან ერთი მისი ყოფილი მეუღლეა. "ჯერჯერობით ქალებში პოპულარული ვარ და ცხოვრების სტილის შეცვლას არ ვაპირებ", - აღიარა ხანდაზმულმა მამაკაცმა. მან ისიც დასძინა, რომ ცხოვრებისეულ ჰობის შესაძლოა თავი იმ შეთხვევაში დაანებოს, თუ ეკლესიაში კიდევ 100 ქალს შეიყვანს. იმასაც იმედოვნებს, რომ მალე მისი სახელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.

0
79
4-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0