x
image
worldsport.ge
იაია ტურე 2 კვირა იუქმებს

image“მანჩესტერ სიტის” შუახაზელმა იაია ტურემ “ლივერპულთან” ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (2:3) ტრავმა მიიღო. BBC-ის ცნობით, კოტდივუარელი ლაზარეთში 2 კვირას გაატარებს.
“საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც გვეგონა. იაია ტურეს სრულ გამოჯანმრთელებას 10-14 დღე დასჭირდება”, - განაცხადა მანჩესტერელთა დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ.
ამგვარად, ტურე თავის გუნდს “სანდერლენდთან”, “ვესტ ბრომვიჩთან” და “კრისტალ პალასთან” მატჩებში დააკლდება.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0