x
image
worldsport.ge
"ინტერს" ბაჩანა ცხადაძის გოლმა მოაგებინა

imageკახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე 1:0 სძლია გიორგი ჩიხრაძის "სიმურგს". ეს ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა – ეს მისი მეცხრე გოლია მიმდინარე სეზონში. "ინტერი" მესამე ადგილზეა, ხოლო "სიმურგი" მეექვსეზე.
ბაჩანას მსგავსად, "ინტერის" სასტარტოში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და ალექსანდრე იაშვილი, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო გახლდათ.
იტალიის სერია B-ში 'ემპოლიმ" გასვლაზე 0:3 წააგო "ბარისთან", თუმცა მეორე ადგილზე დარჩა. ირაკლი შეყილაძე სათადარიგო იყო, ხოლო ლევან მჭედლიძე ჯერ ტრავმას იშუშებს.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge


0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0