x
image
worldsport.ge
ანანიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

image“როსტოვის” შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, ინტერნეტპორტალ football.kulichki.net-ის ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“როსტოვის ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე საათზე მეტხანს დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში თავი რამდენიმე მწვავე გადაცემით გამოიჩინა, რომლებიც მისმა პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გაიტანა, რომელიც საბოლოო ჯამში გამარჯვების აღმოჩნდა. მეტოქის საჯარიმოში სტუმრებმა სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ზუსტი დარტყმით ჯანომ დააგვირგვინა” – იუწყება football.kulichki.net-ი ანანიძის შესახებ.
აქვე გეტყვით, რომ 23-ე ტურში “როსტოვმა” სტუმრად ყაზანის “რუბინი” დაამარცხა (2:1), რომელშიც სოლომონ კვირკველია ასპარეზობს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0