ქალი და მამაკაცი ყველაზე მრავალშვილიანმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა მელ გიბსონმა 5 წლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ყველაზე აქტიური მამის როლი მოირგოს 2014, 30 მარტი, 15:25 ჰოლივუდის ვარსკვლავმა მელ გიბსონმა, რომელსაც 2009 წელს რუსი პიანისტისგან ოქსანა გრიგორიევასგან ქალიშვილი შეეძინა და მაშინ მსახიობმა მისი უარყოფა შეძლო, დღეს ვარსკვლავი მზადაა მამის ფუნქცია შეასრულოს და ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ლუსიასთან.
თითქმის სრულდება სასამართლო ბატალიები მსახიობ მელ გიბსონსა და მის ექს - საყვარელთან, რუს პიანისტ ოქსანა გრიგორიევასთან. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი მსახიობს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.ჰოლივუდის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ის მზადაა უფრო მეტი გამოცდილება მიიღოს ბავშვის აღზრდის საკითხებში და მშობლების გარემოცვაში მოხდეს პატარა ლუსიას აღზრდა.
თუმცა პიანისტი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აქედან გამომდინარე, მსახიობს ნაკლები შანსები აქვს, სასამართლო პროცესი მის სასარგებლოდ გადაწყდეს.მთელი ამ ხნის მანძილზე
მელ გიბსონმა 40 უფლებადამცველი გამოიცვალა სასამართლო პროცესის მოგების მიზნით. არც ოქსანა ჩამორჩება მსახიობს, რომლის უფლებებს 5 ადვოკატი იცავს და ისინი 4 მილიონ დოლარს ითხოვენ ჰოლივუდის ვარსკვლავისგან.ლუსია მელ გიბსონისთვის მეერვე შვილია, ხოლო რაც შეეხება რუს პიანისტს, მას უფროსი ვაჟი ალექსანდრე ბრიტანელი მსახიობის ტიმოთი დალტონისგან ჰყავს.
ვარსკვლავი ამჟამად დაკავებულია პატარა ლუსის გართობით და ბოლო დროს პაპარაცებმა მსახიობზე არა ერთი საინ ტერესო ფოტო გაავრცელეს.ვარსკვლავი მამიკო მის პატარას როგორც ნამდვილ პრინცესას, ისე ექცევა.გართობის მიზნით მსახიობი ხელში აყვანილს ატარებს გოგონას დაუსრულებლად და ასეირნებს ხილის ჩასაწყობი ყუთით. როგორც ცნობილია, მელ გიბსონმა 30 წლის ოფიციალური ქორწინება ოქსანას სიყვარულის გამო დაანგრია, თუმცა ამ უკანასკნელთანაც ვერ შეძლო პირადი ცხოვრების მოწყობა. წყვილი სკანდალებით დაშორდა ერთმანეთს და დიდი ხანია, მათი სასამართლო პროცესები გრძელდება მხოლოდ ერთი მოტივაციით: - საერთო შვილის - ლუსიას უფლებების მოპოვების დასაცავად. 159 7-ს მოსწონს
|