x
image
worldsport.ge
“რომამ” ახალი სტადიონის პროექტი წარადგინა

imageიტალიურმა “რომამ” ახალი სტადიონის პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. “ჯალოროსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალი არენის მშენებლობის დასრულება 2016 წლისთვის იგეგმება.
ახალ სტადიონს Stadium della Roma ერქმევა და ის 52500 ადამიანს დაიტევს. კონცერტებისა და საერთაშორისო ღონისძიებების დროს, 60 ათასი ადამიანის დატევის შესაძლებლობაც იქნება.
ცნობილია, რომ ახალი არენის მშენებლობა დაახლოებით 300 მილიონი ევრო დაჯდება.
“რომა” რომის ოლიმპიურ სტადიონზე 1953 წლიდან თამაშობს. ის ამ არენას “ლაციოსთან” იყოფს.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0