x
image
worldsport.ge
მენეზი და პსჟ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ

image“პარი სენ ჟერმენის” შემტევმა, ჟერემი მენეზმა ჯერ არ იცის, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში. ამის მიზეზი ისაა, რომ ის და პარიზული კლუბი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
“ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გავმართეთ, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. წინ კიდევ 3 თვეა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.” – აცხადებს მენეზი, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
ჟერემი მენეზი პსჟ-ში 2011 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, მან 12 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0