x
image
worldsport.ge
აგუერო ორ კვირას გამოტოვებს

image“მანჩესტერ სიტის” ლიდერი სერხიო აგუერო გუნდს უახლოესი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
მანჩესტერელთა არგენტინელმა თავდამსხმელმა ტრავმა “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ მატჩში მიიღო. აგუეროს დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მას დაახლოებით 2 კვირით უქმობა მოუწევს. ეს ნიშნავს, რომ 25 წლის შემტევი, “ჰალთან” და “ფულემთან” გასამართი მატჩების გარდა, “მანჩესტერ იუნაიტედთან” დაპირისპირებასაც გამოტოვებს.
სერხიო აგუერომ, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 17 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0