საზოგადოება რისთვის ემზადება ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი? 2014, 13 მარტი, 19:04 38 წლის ჰოლივუდის ამერიკელი ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ იგი მზადაა მეორე ოპერაციის გასაკეთებლად.როგორც გენეტიკურმა ტესტმა აჩვენა, მას სარძევე ჯირკვლებში კიბო დაუდგინეს და გასული წლის ზაფხულზე მსახიობმა ოპერაცია გაიკეთა.ამის შესახებ მსახიობმა განცხადება გააკეთა და "журнал Entertainment Weekly" - სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: - " მე კიდევ ერთი ოპერაცია დამინიშნეს. მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემმა ექიმმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და გამიმართლა, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ექიმი მყავს". გასულ წელს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს ანჯელინა ჯოლის, რომელსაც დედა 56 წლის ასაკში იმავე დაავადებით გარდაეცვალა, როგორც თავად იყო (კიბო სარძევე ჯირკვლებზე), 2013 წლის ზაფხულზე პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. თავად მსახიობი გაზეთ "New York Times" - თან საუბარში ჰყვება, რომ როდესაც ანალიზების შედეგად დადგინდა მისი გენეტიკური "BRCA1", აუცილებელი გახდა საკვერცხეების მოკვეთაც.ოპერაცია, რომელიც ამჟამად დაიგეგმა, აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ორგანიზმის პროვოცირება. გარდა ამისა მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მკერდის კიბოს რისკიც და მეტასტაზებიც შემცირდება 87 % - დან 5 % - მდე. 412 15-ს მოსწონს 2-ს არა
|