ფეხბურთი ზიდანი თამაშობს…ზიდანი უყურებს 2014, 13 მარტი, 15:33 ზინედინ ზიდანი, ოფიციალური წარმომადგენლის რანგში დაესწრო უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მადრიდის “რეალსა” და პსჟ-ს შორის. ჭაბუკმა რეალელებმა 1:0 გაიმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ. მათ რიგებში ნახევარ საათს ითამაშა უმცროსმა ზიდანმა – ენცომ, რომელსაც ესპანეთში ენცო ფერნანდესად მოიხსენიებენ. “რეალმა” რიცხობრივ უმცირესობაში ჩაამთავრა მატჩი, მას შემდეგ, რაც 55-ე წუთზე უხეშობისთვის ჰექტორ მარტინესი გააძევეს. სოლომონ გულისაშვილი 73 3-ს მოსწონს
|