x
image
worldsport.ge
იბრაგიმოვიჩი: “ჯერ ჩემპიონობაზე არ ვსაუბრობთ”

image“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაგიმოვიჩმა “ბასტიასთან” 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამაყობს იმ უპირატესობით, რომელიც პარიზულმა კლუბმა კონკურენტებთან ბრძოლაში მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონის ტიტულზე საუბარს შვედი ფეხბურთელი ჯერ თავს არიდებს.
“ამ გამარჯვებამაც დაადასტურა, რომ ექსტრაორდინალურ სეზონს ვატარებთ. ბრწყინვალედ ვთამაშობთ და გაჩერებას არ ვაპირებთ. ცხრილშიც დამაჯერებლად ვლიდერობთ, მაგრამ წინ კიდევ რამდენიმე მატჩია და წინასწარ არ ვსაუბრობთ ჩემპიონობაზე. უახლოესი ორი თვე უმნიშვნელოვანესი იქნება ტიტულისთვის ბრძოლაში” – განაცხადა იბრაგიმოვიჩმა.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge


0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0