ქალი და მამაკაცი რა კავშირშია მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავური წყვილის სიყვარულის ისტორია საქართველოს დედაქალაქთან - თბილისთან? 2014, 8 მარტი, 17:12 ფეხბურთის ლეგენდად აღიარებული დევიდ ბექჰემი, რომელსაც ასევე მართალია "არა ლეგენდარული", მაგრამ საკმაოდ პოპულარული ქალბატონი ვიქტორია ადამსი - ბექჰემი ჰყავს ცოლად, მომავალი მეუღლის გაცნობას იხსენებს და ამბობს, რომ მისი პირველი სიყვარული კავშირშია საქართველოს დედაქალაქთან - თბილისთან. სრულიად ახალგაზრდა 21 წლის დევიდ ბექჰემი, როდესაც "მანჩესტერ იუნაითედში" თამაშობდა, თავის ავტობიოგრაფიაში წერს: - " 1996 წლის ნოემბერი იყო.საქართველოს დედაქალაქ თბილისში სასტუმროს ნომერში ვიჯექი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის წინ. ტელევიზორი მუსიკალურ არხზე იყო ჩართული, სადაც "სპაიზ გერლზის" ახალი ვიდეო გადიოდა. მაშინ ვნახე პირველად ეკრანზე ვიქტორია, რომელსაც ტანზე მომდგარი შავი კოსტიუმი ეცვა და ძალიან მაგრად გამოიყურებოდა. მაშინ ვუთხარი გარი ნევილს, რომ ამ გოგოს უნდა შევხვდე მეთქი". ეს ჭორია თუ რეალობა, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია ვიცით, რომ თბილისი - "სიყვარულის ქალაქი" არა მარტო ქართველებისთვის, მსოფლიო ვარსკვლავებისთვისაც ყოფილა, რითაც თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთ - ერთ საფეხბურთო მატჩზე მისული ვიქტორია გაიცნო და შეხვედრა სთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო.მათ 15 წლის წინ იქორწინეს და ამჟამად ოთხი შვილი: - სამი ვაჟი და ერთი პატარა ანგელოზი გოგონა ჰარპერი ჰყავთ. 284 17-ს მოსწონს 1-ს არა
|