x
image
nukrichanturia
მსუქან პატარძალს დედამთილი სახლის უკან ემალებოდა

image

























"თბილისიდან გურიის ულამაზეს სოფელში გავთხოვდი. სიყვარულისა და ბედნიერების ზარ-ზეიმი ჩემს ბავშვურ გულს სიცოცხლეს მატებდა. გარეგნულად ოდნავ პუტკუნა ვიყავი, მაგრამ ჩემი სიმაღლის წყალობით მაინც სასიამოვნოდ გამოვიყურებოდი. ჩემი დედამთილი შვილებმა მოატყუეს, შენი სარძლო იმხელაა, კარში ვერ შემოეტევა და ალბათ კარის მოხსნა დაგჭირდებაო. მათ თავიანთი ხუმრობა მალე დაივიწყს, ჩემი დედამთილი კი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილა. ნერვიულობისგან ღამეებს ათევდა, თურმე სიკვდილს ნატრობდა. შიშით ელოდებოდა ქორწილსა და ჩემს ნახვას.

ქორწილის დღეს საშინლად წვიმდა. მანქანა სახლთან ახლოს გააჩერეს, მოხერხებულად რომ გადმოვსულიყავი და არ დავსველებულიყავი, მანქანა ოდნავ ცალ მხარეზე იყო გადაწეული ეზოს არასწორი მდებარეობის გამო. მოგეხსენებათ, გურულების სტუმართმოყვარეობა, ყველა მანქანას შემოეხვია. ჩემს საწყალს დედამთილს კი ჰგონებია, სიმსუქნის გამო გადმოსვლას ვერ ვახერხებდი. ამას ისიც დაემატა, რომ მანქანა ცალ მხარეზე იყო გადაწეული. სახლის უკან გაქცეულა და იქიდან ცრემლიანი თვალებით უბედური იყურებოდა

თვალებგაბრწყინებული და ბედნიერი მანქანიდან გადმოვედი. უცებ დაბალი ტანის ქალი დიდი წიოკითა და სიხარულით ჩემთან მოიჭრა და გულში ჩამიკრა. "შენ ხარ ნენა? როგორ გამაბრიყვეს, გოლიათი მეგონე" - მკოცნიდა, თან სახლისკენ მიმიძღოდა. შვილები კი ნანობდნენ დავიწყებულ ხუმრობას, ორი კვირის განმავლობაში ასე რომ ანერვიულეს დედა. ჩემს დედამთილთან გატარებულმა დღეებმა სიყვარულით გაირბინა. მისი სიკვდილის მერე, ამას რომ ვიხსენებ მეცინება. როდესაც საოჯახო ალბომს ვათვალიერებ, წარმოვიდგენ ხოლმე ჩემი დედამთილის სევდიან და შეშინებულ თვალებს, სახლის უკან რომ იმალებოდა და გული მტკივა, ჩემ გვერდით რომ აღარ არის.

1
1212
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
1212
  
2014, 11 მარტი, 11:23
რა საყვარლობაა... აბა,რამდენი რძალი იხსენებს ასე გულთბილად დედამთილს??? ისე,მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი,რომ დამხვდურზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და თუ რძალი "ქაჯი" არაა,უნდა დაუფასოს...
0 1 1