x
image
ვიზა კოხაძე
რატომ სცემეს რუსი ტურისტი ინდოეთში და ვისგან ითხოვს ის დახმარებას?

image
28 წლის რუსი ტურისტი ბოგდანოვი, რომელიც ინდოეთში შვებულების გასატარებლად გაემგზავრა, ქალაქ მანდრემის ერთ პატარა სოფელში საშინლად სცემეს. როგორც წყარო იუწყება, ბატონმა სერგეი ბოგდანოვმა ინდოელების განრისხება მხოლოდ მას შემდეგ გამოიწვია, როდესაც მან მობილური ტელეფონი მოიმარჯვა ფოტოების გადაღების მიზნით.

მან საშინელი ტრამვა მიიღო სახისა და თვალის არეში და დახმარება ადგილოვ ექიმებს სთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. გაკვირვებული და დაზარალებული ტურისტი ვიდეო მიმართვას ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ, სადაც ბოგდანოვი მას სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს. ცნობისათვის, ტურისტი საპორტო ქალაქ კალინინგრადიდან იმყოფება.მისი განცხადებით, როდესაც ის შევიდა ერთ - ერთ ტაძარში ფოტოების გადასაღებად, სწორედ მაშინ მოხდა მისი უმოწყალო ცემა.მას ხელჯოხებით გაუსწორდნენ და მარტო რამდენიმე ბერმა შეძლო მისი დახმარება, თუმცა უმნიშვნელოდ. როცა დაზარალებული საავადმყოფოში მივიდა, დახმარების მიზნით მას მხოლოდ ბინტი მისცეს.image

image
ტურისტის განცხადებით საფულე გაძარცული დახვდა და არანაირი ალტერნატივა არ აქვს უკან დაბრუნების. მოპარული იქნა ყველა დოკუმენტაცია.მან დახმარებისთვის დედას დაურეკა, რომელიც სასწრაფოდ გადაფრინდა. ქალი აგონიაში ჩავარდა და გულის შეტევა მიიღო, როცა სასტიკად ნაცემი შვილის სახე დაინახა.

დახმარება სჭირდება რუს მოგზაურს რუსეთის პრეზიდენტისგან, რათა დროულად მოხდეს საბუთების მოწესრიგება მუმბიაში არსებულ რუსეთის საელჩოსთან და ბილეთის შეძენა სამშობლოში დასაბრუნებლად.image

0
53
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0