ფეხბურთი
მატუიდიმ და პსჟ-მ თანამშრომლობა გაახანგრძლივეს
2014, 26 თებერვალი, 22:50
“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ ფრანგულ კლუბთან კონტარაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მატუიდი “პარი სენ ჟერმენში” 2011 წელს, “სენტ ეტიენიდან” გადავიდა. პარიზული გუნდის მაისურით მან 124 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. აქედან 21 მატჩი და 3 გოლი ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ ერთმა ნახევარმცველმა, ტიაგო მოტამ გაახანგრძლივა.
მიშა ზაქარეიშვილი
www.worldsport.ge