x
image
worldsport.ge
სკოლარიმ სამხრეთ აფრიკისთვის 19 ფეხბურთელი დაასახელა

imageბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.
ბრაზილიის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სკოლარიმ შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ჟულიუ სეზარი (“ტორონტო”, კანადა), ჟეფერსონი (“ბოტაფოგო”).
მცველები: დავიდ ლუიზი (“ჩელსი”, ინგლისი), დანტე, რაფინია (ორივე “ბაიერნი”, გერმანია), ტიაგუ სილვა (პსჟ, საფრანგეთი), დანი ალვეში (“ბარსელონა”, ესპანეთი), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი).
ნახევარმცველები: ლუიზ გუსტავუ (“ვოლფსბურგი”, გერმანია), პაულინიო (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), რამირესი, ოსკარი, ვილიანი (ყველა “ჩელსი”, ინგლისი), ჰალკი (“ზენიტი”, რუსეთი), ბერნარდი (“შახტარი”, უკრაინა).
თავდამსხმელები: ნეიმარი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ფრედი (“ფლუმინენსე”), ჟო (“ატლეტიკუ მინეირუ”).
მომავალი მატჩი 5 მარტს სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ჩატარდება.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0