
დღეს 18 თებერვალს საქართველოს ექს პრემიერს და ქართული საზოგადოების აქტიურ წევრს ბიძინა ივანიშვილს დაბადებიდან 58 წელი შეუსრულდა. ამჟამად ბატონი ბიძინა ჟურნალ "ფორბეს" - ის სტუმარი გახლავთ, რომლის მთავარ გვერდზე მისი ფოტო და ბიზნეს ცენტრის ფოტოებია გამოქვეყნებული.ეს შენობა იაპონელმა არქიტექტორმა სინა ტაკამაცუმ შექმნა. როგორ ცხოვრობს ყველაზე გავლენიანი ქართველი მილიარდელი და რას საქმიანობს ის?
ულამაზესი და შთამბეჭდავია ბიზნეს ცენტრის ეზო და განსაკუთრებით სახურავი, სადაც თვითმფრინავის დასაჯდომი და ასაფრენია, სადაც მიმოსვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ელექტრო მანქანით.

ამ უზარმაზარი ადმინისტრაციული კორპუსის შესასვლელში სტუმრები ხვდებიან ბრონზეს უზარმაზარ ქალის ქანდაკებას. 

ამ ფოტოზე მილიარდელი ბიზნესმენის ერთ - ერთი საკონფერენციო დარბაზია. ქვემოთ კი ფოტოზე ივანიშვილის სამუშაო კაბინეტია, რომელიც დახშულია და რომლის მინა ძალიან სქელია.


კაბინეტთან ახლოს ივანიშვილმა უზარმაზარი ზომის აკვარიუმი ააშენა, სადაც დიდი ჯიშის თევზი ჰყავს.პატარა ზომის თევზებისთვის კი ცალკე აკვარიუმია. გარდა ამისა, მის აკვარიუმს ზვიგენი ამდიდრებდა, რომელმაც შვილებიც კი მოიყვანა.
ქვემოთ ფოტოზე კი ბერნარ ვენის ღია ფერის მეტალის რგოლებია, საიდანაც თბილისის შესანიშნავი ხედები იშლება.
ულამაზესია საცურაო აუზი.
ივანიშვილის რეზიდენციაში უზარმაზარი ბიბლიოთეკაა.
სილამაზით გამოირჩევა რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ლანდშაფტია განთავსებული.ხეებით გარშემორტყმული ხელოვნური აუზია ბოტანიკურ ბაღში.

პერსონაჟი ,,მაკარი,, ხომ ყველას გახსოვთ და რას წარმოადგენდა მაკარი და როგორი ტიპი იყო და როგორი აზროვნების და ინტელექტის იყო ხომ ყველას გახსოვთ?:)))
ტიპიური მაკარია!!!!