34 წლის ფრანგი მეკარე მიკაელ ლანდრო ტრავმირებულია და ის გუნდს დაახლოებით 5 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
ცნობილი გახდა, რომ “ბასტიას” კიპერს მუხლქვედა უკანა კუნთი აქვს დაზიანებული. ის ლიგა ერთში “მონაკოს”, “სენტ ეტიენის”, “ლორიანისა” და პსჟ-ს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
მიკაელ ლანდრო “ბასტიაში” 2013 წლის იანვარში გადავიდა. მას შემდეგ, გამოცდილმა მეკარემ გუნდის 43 მატჩიდან 41-ში ითამაშა.
მიშა ზაქარეიშვილი
www.worldsport.ge