x
image
worldsport.ge
თითქოს 1:5 არ ეყოფოდა

image8 თებერვალი “არსენალის” დამრიგებლის, არსენ ვენგერისათვის ნამდვილად ვერ გამოდგა იღბლიანი დღე. ჯერ ხომ “მეთოფეები” “ლივერპულთან” შერცხვნენ (1:5) და გაბრაზებულ ფრანგს ათქმევინეს: ჩემს ფეხბურთელებთან ბევრი კითხვა გამიჩნდაო, შემდეგ კი, უკანა გზაზე, საერთოდ წყნარ და გაწონასწორებულ ვენგერს, ლივერპულის “ლაიმ სთრითის” სადგურზე ფეხი აუსრიალდა და უხერხულად წაიქცა. ის სტიუარდებმა წამოაყენეს. თუმცა, დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოსო – წერს Daily Mail.
უახლოეს დღეებში “არსენალს” ზედიზედ ოთხი საშინაო მატჩი უწევს, ოთხშაბათს პრემიერიგაში “მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობს, 16-ში, ასოციაციის თასზე იმავე “ლივერპულს, ” 19-ში ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნს” და 22-ში ისევ პრემიერლიგაში “სანდერლენდს.”

სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0