x
image
worldsport.ge
“ინტერმა” ვიდიჩით დაინტერესება დაადასტურა

imageმილანის “ინტერის” სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო მისი კლუბის მხრიდან “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველით, ნემანია ვიდიჩით დაინტერესებას ადასტურებს.
32 წლის ვიდიჩს “მანჩესტერთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და უკვე დადასტურებულია, რომ სერბი უკანახაზელი ზაფხულში კლუბს გამოიცვლის. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ “ინტერია”.
“ვიდიჩი კარგი ფეხბურთელია, რომელსაც კონტრაქტი ივნისში უმთავრდება. როგორც სხვა ევროპული კლუბები, მისი დამატების ამ შესანიშნავი შანსის გამოყენებას ჩვენც შევეცდებით.
ვიდიჩი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც ვაკვირდებით. ამ ფეხბურთელს ქარიზმა და საერთაშორისო გამოცდილება აქვს.” – აცხადებს პიერო აუზილიო.



მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0